Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის

16 აპრილი, 2018 14:13

ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის შვილების მდგომარეობის გასარკვევად  „ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

13 აპრილს ახალგაზრდა ქალს მამინაცვალმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამობენ, რომ თელავის სოციალური მუშაკი დღეს იმყოფება ბავშვებთან და მათ საჭიროებებს სწავლობს. ეს ბავშვებთან სოცმუშაკის პირველი ვიზიტია.

როგორც „ლიბერალს“ სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ უთხრა, სააგენტო აუცილებლად ჩაერთვება როგორც ბავშვების მდგომარეობის შეფასების, ისე დახმარების გაწევის ნაწილშიც.

„ამ წუთში სოცმუშაკი იმყოფება იქ, გამოკვეთს საჭიროებებს. სავარაუდოდ, როგორც მინიმუმ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდებათ ბავშვებს და კახეთის სამხარეო ფსიქოლოგი ჩაერთვება.  რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ბავშვებთან, რადგან  დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები, რომლებიც დანაშაულს შეესწრებიან, ასევე მსხვერპლად არიან აღიარებულები. ამიტომ სააგენტო ჩაერევა, როგორც შეფასების ნაწილში, ასევე დახმარების აღმოჩენის დონეზე.  მანამდე გვქონდა სატელეფონო კონტაქტი ახლობლებთან იმის გასარკვევად ჰყავდათ თუ არა ბავშვებს მზრუნველი. საბედნიეროდ, ჰყავთ ბებიები, ამიტომ მათი ოჯახიდან გამოყვანა არ არის საჭირო და მათთან მუშაობას ოჯახში გავაგრძელებთ,“ - ამბობს ეთერ ცხაკაია.

ბრალდებული დაკავებულია. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა.  მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებული მანამდეც იყო ნასამართლევი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^