Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როცა ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი

16 აპრილი, 2018 14:56

„პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ" - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე. 

მერის თქმით, „ქართულ ოცნებაში" არავითარი დაპირისპირება არ არის და უმრავლესობა არ დაიშლება. კალაძის კომენტარს IPN ავრცელებს:

„რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში. არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული" - ამბობს კალაძე. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „შაბათის კურიერში“ გავიდა მიმოწერის „სქრინი“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის. გავრცელებული მიმოწერა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირების საილუსტრაციოდ გასაჯაროვდა. 

სიუჟეტში საუბარია, რომ პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა. 

უმრავლესობის დეპუტატი კვირიკაშვილისა და კობახიძის ურთიერთმიმოწერის ნამდვილობას ადასტურებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^