Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთში პროტესტი გრძელდება - მოქალაქეებს სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევის ჩაშლა სურთ

16 აპრილი, 2018 16:13

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. სომხეთში სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ. ყოფილი პრეზიდენტი პრემიერად პარლამენტმა უნდა აირჩიოს, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი მეოთხე დღეა ცდილობენ, მისი მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება ჩაშალონ და მოსახლეობას გაფიცვებისა და ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დღეს ასობით ადამიანმა ერევნის ცენტრში ქუჩები გადაკეტა. აქციის ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი კი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებით გამოდის, რომელიც სომხეთის დედაქალაქის პარალიზებას გამოიწვევს.

საპროტესტო აქციის მიზანია, ჩაშალოს პარლამენტში 17 აპრილს დაგეგმილი სესია, რომელზეც ელოდებიან, რომ სარგსიანს პრემიერ-მინისტრად აირჩევენ.

დემონსტრანტებმა ჩახერგეს მარშალ ბაგრამიანის გამზირი, რომელიც სომხეთის საკანონმდებლო ორგანოსთან, ეროვნულ ასამბლეასთან მისასვლელი გზაა. აქციის მონაწილეებმა მოახერხეს იქ ტრანსპორტის შეჩერება, მაგრამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს და მასთან მისვლა მოქალაქეებმა ვეღარ შეძლეს.

„მოვიდა სომხეთის მოქალაქეთა გათავისუფლების დრო“, - ყვიროდა პაშინიანი აქციაზე. „ამ მცირედი დისკომფორტით ვცდილობთ, დაგიცვათ უფრო დიდი ზარალისგან, რომელსაც სერჟ სარგსიანი ჰქვია.“

დღეს დილითვე გავრცელდა პოლიციის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აქცია არასანქცირებულია და სამართალდამცველებს მისი დაშლის უფლება აქვთ.

სომხეთში პარლამენტის წევრებმა 2 მარტს პრეზიდენტად 64 წლის არმენ სარგსიანი აირჩიეს. ხოლო 17 აპრილს პარლამენტმა მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა უყაროს კენჭი. ოპოზიციის მტკიცებით, პრემიერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ საგსიანი გახდება და პროტესტიც მის წინააღმდეგ არის მიმართული.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008 წელს გახდა და ქვეყანას სათავეში ორი ვადით ედგა. 2015 წლის დეკემბრიდან საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პრემიერ-მინისტრის უფლებები გაიზარდა, პრეზიდენტის კი შემცირდა. ცვლილებები ახალი პრეზიდენტის არჩევიდან შევიდა ძალაში, რომელიც ასევე საკონსტიტუციო ცვლილებით, სომხეთის ისტორიაში პირველად, პარლამენტმა აირჩია.

ფოტო: Sofia Manukyan/The Armenian Weekly

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

გორში 9 დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლ ...

გორში გაუჩინარებული არასრულწლოვან დები რუსთავში იპოვეს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყე ...
21 აპრილი
21 აპრილი

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხ ...
21 აპრილი
21 აპრილი

ფოტო ► ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინაა ...

„არა ჰესების მშენებლობას!“, „გამოიყენეთ მზის და ქარის ენერგია!“  - მესტიის მუნიციპალიტეტში, ...
^