Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერევანში პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა

16 აპრილი, 2018 19:24

სომხეთში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევანში ბაგრამიანის გამზირზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ პარლამენტის შენობისკენ მიმავალ გზაზე მავთულხლართები გააბა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

დღეს დილას სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ აქცია არასანქცირებულია და მიღებულია მისი დაშლის გადაწყვეტილება. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, დაპირისპირებამდე საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშიანინმა პარლამენტში შესვლა მასთან მიღებაზე ჩაწერილ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებთან ერთად გადაწყვიტა.

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა კი მას ამის ნება არ მისცა და პაშინიანს განუცხადა, რომ პარლამენტისკენ მხოლოდ დეპუტატებს გაუშვებენ.

სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას დაშავდა თავად ნიკოლ პაშინიანი. „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ პაშინიანს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანებული აქვს ხელი და სახე.

ერევანში საპროტესტო აქციის მიზანია, ჩაშალოს პარლამენტში 17 აპრილს დაგეგმილი სესია, რომელზეც ელოდებიან, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პრემიერ-მინისტრად აირჩევენ.

„მოვიდა სომხეთის მოქალაქეთა გათავისუფლების დრო“, - განაცხადა პაშინიანმა აქციაზე. „ამ მცირედი დისკომფორტით ვცდილობთ, დაგიცვათ უფრო დიდი ზარალისგან, რომელსაც სერჟ სარგსიანი ჰქვია.“

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008 წელს გახდა და ქვეყანას სათავეში ორი ვადით ედგა. 2015 წლის დეკემბრიდან საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პრემიერ-მინისტრის უფლებები გაიზარდა, პრეზიდენტის კი შემცირდა. ცვლილებები ახალი პრეზიდენტის არჩევიდან შევიდა ძალაში, რომელიც ასევე საკონსტიტუციო ცვლილებით, სომხეთის ისტორიაში პირველად, პარლამენტმა აირჩია.

ფოტო: Hetq.am

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^