Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასულიერო სემინარიის სტუდენტები „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გამართავენ

17 აპრილი, 2018 11:47

სასულიერო სემინარიის სტუდენტი გიგა ძამუკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ სასულიერო აკადემიის სტუდენტები ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გამართავენ. 

„თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ორგანიზებას ვუწევთ სტუდენტურ აქციას, რომლითაც ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას“ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას.

კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.

აქციის მიზანია: დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან. ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად. 

აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ,“ - წერია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მდუმარე სტუდენტური აქცია ხუთშაბათს, 19 აპრილს, გაიმართება რუსთაველის გამზირზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^