Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა

17 აპრილი, 2018 14:21

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან არაერთხელ ყოფილა ძალადობრივი აქტები გარდაცვილის დედის მიმართ და მიდრეკილია დანაშაულისკენ. მისივე შეფასებით, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. 

დაკავებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი გირაოს სახით 20 ათას ლარს მოითხოვდა.

პროკურორი იოსებ ხუციშვილი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მან თავის სიტყვაში დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა. პროკურორის თქმით, ვეფხია  ბაქრაძე ყველა გზით ცდილობდა ნათელა გუბაძესთან შერიგებას, თუმცა ნათელა და მისი ქალიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ, რის შემდეგაც ნაქირავებ ბინაში მივიდა, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნათელა გუბაძის შვილს 3 და 6 წლის ბავშვების თვალწინ. 

13 აპრილს 25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლეს. მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ გამოჭრა ყელი. პირი მეორე დღეს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით ედება, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით მანამდეც იხდიდა სასჯელს, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა. სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ვეფხია ბაქრაძის სასამართლო სხდომა 6 ივლისს ჩაინიშნა. 

პროკურატურა ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

რატომ დააკავეს ცოლზე ძალადობისთვის ვეფხვია ბაქრაძე ოთხი თვის შემდეგ

რატომ შეიწყალა ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული - პრეზიდენტის არგუმენტები​

ე.წ. უდოს კომისიაში ამბობენ, რომ ვეფხია ბაქრაძეზე იგივე დახასიათება ჰქონდათ, რაც პრეზიდენტს

ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^