Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

17 აპრილი, 2018 13:07

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეზე დაკავებული ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს მსჯელობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა „ლიბერალთან“ განაცხადა, დაცვის მხარე გირაოს სახით 20 ათას ლარს მოითხოვს.  

13 აპრილს 25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლეს. მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ გამოჭრა ყელი. პირი მეორე დღეს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით მანამდეც იხდიდა სასჯელს, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა. სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

პროკურატურა ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

რატომ დააკავეს ცოლზე ძალადობისთვის ვეფხვია ბაქრაძე ოთხი თვის შემდეგ

რატომ შეიწყალა ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული - პრეზიდენტის არგუმენტები​

ე.წ. უდოს კომისიაში ამბობენ, რომ ვეფხია ბაქრაძეზე იგივე დახასიათება ჰქონდათ, რაც პრეზიდენტს

ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 მარტი
19 მარტი

„ვნახოთ" - ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის ...

„ვნახოთ" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკითხვას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მა ...
19 მარტი
19 მარტი

ზურაბიშვილი ქურქზე: არ ვიცოდი, რომ გავხდ ...

„მე არ ვიცოდი, რომ გავხდით უცებ ასეთი ცხოველების დამცველები" - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომ ...
19 მარტი
19 მარტი

ჩემი [საარჩევნო] კამპანია იყო სრულიად ევ ...

ჩემი საარჩევნო კამპანია იყო სრულიად ევროპული - ამის შესახებ საქართველოს პრზიდენტმა „რეაქციაში" ინგა გრიგოლიას ...
^