Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკისა და "Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

17 აპრილი, 2018 13:25

საქართველოს ბანკისა  და "Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წელს   "Welcome to Georgia!"-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია  გაიმართება. აღნიშნული პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

2018 წელს "Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია:  „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის - „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ბანკის მიერ გასულ წელს. საქართველოს ბანკი წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს. გამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ "Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, "Welcome to Georgia!"-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს  ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^