Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ევკალიპტის ხის გადარგვის ვალდებულებას სასამართლოში ასაჩივრებს

17 აპრილი, 2018 14:32

მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის ტენდერში გამარჯვების შემდეგ „დმანისის გადარჩენის ფონდი“, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს,  ხელშეკრულების იმ პუნქტის გასაჩივრებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი ვალდებულია, ხე გადარგოს.  ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს ფონდის წარმომადგენლებმა.

ხელშეკრულება, ფინანსთა სამინისტორს მომსახურების სააგენტოსა და „დმანისის გადარჩენის ფონდს“ შორის უკვე დადებულია. აღნიშნული პირობის შესახებ  ტენდერში გამარჯვებული მხარე ინფორმირებული იყო, თუმცა  ფონდში განმარტავენ, რომ  ამ პირობაზე დათანხმების გარეშე  ხელშეკრულების დადების საშუალება არ ჰქონდათ.

„დმანისის გადარჩენის ფონდი“  სამართლებრივი დავის წამოწყებას მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმების შემდეგ აპირებს.  

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“, რომელიც ოპოზიციური პარტიებითაა დაკომპლექტებული, აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხე 20 020 ლარად შეიძინა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხის საწყისი ფასი 7000 ლარი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მაისი
21 მაისი

კობახიძე: ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს, 202 ...

"ჩვენი, საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, გაჯანსაღდეს ოპოზიცია, იმედი მაქვს ა ...
21 მაისი
21 მაისი

ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალუ ...

შინაგან საქმეთა სამინიტროში მიმდინარეობს გამოძიება ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე. ...
21 მაისი
21 მაისი

სენაკის საკრებულოს წევრის თქმით, ფრაქცია ...

სენაკის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორის სოსელია ამბობს, რომ საკრებულოს სხდომის დასრ ...
^