Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

17 აპრილი, 2018 14:39

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დანაშაულში ბრალდებულის ნათესავს, თეიმურაზ ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატი ვახტანგ აბესაძე გირაოს სახით 3 ათას ლარს მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული გულწრფელად ნანობს და  ნასამართლევიც არასოდეს ყოფილა. 

დღეს სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

13 აპრილს 25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლეს. მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ გამოჭრა ყელი. პირი მეორე დღეს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით ედება, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება მის ნათესავს, რომელის სახლშიც დააკავეს ბრალდებული, დანაშაული შეუტყობინებლობის ბრალდებით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 მარტი
19 მარტი

„ვნახოთ" - ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის ...

„ვნახოთ" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკითხვას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მა ...
19 მარტი
19 მარტი

ზურაბიშვილი ქურქზე: არ ვიცოდი, რომ გავხდ ...

„მე არ ვიცოდი, რომ გავხდით უცებ ასეთი ცხოველების დამცველები" - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომ ...
19 მარტი
19 მარტი

ჩემი [საარჩევნო] კამპანია იყო სრულიად ევ ...

ჩემი საარჩევნო კამპანია იყო სრულიად ევროპული - ამის შესახებ საქართველოს პრზიდენტმა „რეაქციაში" ინგა გრიგოლიას ...
^