Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: ვერასოდეს ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე

17 აპრილი, 2018 15:29

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში,  მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზეც საუბრობს. 

„ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და ყველგან გვექნება დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გატარდეს, გამოძიება უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია სხვა მუხლით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი,“ - ამბობს გიორგი გახარია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^