Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ცვლილებები ელით I-VI კლასელებს მომავალი სასწავლო წლიდან

17 აპრილი, 2018 19:12

მომავალი სასწავლო წლიდან I-VI კლასებისთვის განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რამდენიმე ცვლილება იგეგმება.

ცვლილებების შესახებ „ლიბერალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს, მარიამ ჩიქობავას ესაუბრა.

მოსწავლეთა შეფასების სისტემა

მომავალი სასწავლო წლიდან ცვლილება შეეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შეფასების სისტემას. უფრო კონკრეტულად კი, მარიამ ჩიქობავას განმარტებით, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებებში ნიშანი არ დაიწერება. საშინაო დავალება არ გაუქმდება, თუმცა შემცირდება მათი რაოდენობა და მეტი აქცენტი მცირე პროექტული დავალებების მომზადებაზე გაკეთდება.

გარდა ამისა, თუკი I-IV კლასებში მოქმედი ეროვნული სასაწავლო გეგმით არ იწერება ნიშანი (ქულით არ ფასდებიან მოსწავლეები), ცვლილების მიხედვით ამგვარი მიდგომა მეხუთე კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით შენარჩუნდება. 

მარიამ ჩიქობავა ცვლილებას იმით ხსნის, რომ მოსწავლეებს მეტი დრო ექნებათ საგნობრივ მასწავლებლებთან ურთიერთობას მიეჩვივნონ და მასწავლებლებმაც სწორად აუხსნან განმსაზრვრელი შეფასების (ნიშნების დაწერის) მნიშვნელობა.

მე-2 კლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მეორე კლასელებისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 5 წუთით შემცირდება და 40 წუთიანი გახდება, მესამე კლასიდან კი გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება.

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების რაოდენობა იზრდება

თუკი მოქმედი ეროვნული სასაწავლო გეგმის თანახმად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების რაოდენობა კვირაში 2 საათი იყო, ახალი სასწავლო გეგმით კვირაში 3 საათი იქნება. დაწესდება ასევე შეზღუდვა, რომ რომელიმე საგნის სასარგებლოდ ფიზიკური აღზრდის, ხელოვნებისა და მუსიკი გაკვეთილებს დრო არ მოაკლდებათ.

„სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გავითვალისწინეთ, 25%-ის ფარგლებში სკოლას შეუძლია რომელიმე საგანს მოაკლოს დრო და სხვა საგანს გადაუნაწილოს, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ეს დრო აკლდებოდა ფიზიკურ აღზრდას, ხელოვნებას ან მუსიკას, თითქოს ჩათვლილი იყო რომ ეს მეორეხარისხოვანი საგნებია, მაშინ როცა დაწყებით კალსებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საგნების სათანადოდ სწავლება“,- ამბობს მარიამ ჩიქობავა.

მომავალი სასწავლო წლიდან საგანი „მე და საზოგადოება“ დაინერგება

საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნები, -  „მე და საზოგადოება" მე-3 და მე-4 კლასებისთვისაა განკუთვნილი; „ჩვენი საქართველო" კი - მე-5 და მე-6 კლასებისთვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომავალი სასწავლო წლისთვის მზად იქნება ახალი სახელმძღვანელო აღნიშნული საგნებისთვის. 

სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია, რომ საგანი დაწყებითების პედაგოგებმა ასწავლონ. მარიამ ჩიქობავას განმარტებით, ამისი მიზეზი ისაა, რომ დაწყებითების პედაგოგები კარგად იცნობენ კლასს, მოსწავლეების საჭიროებებს და უფრო გაუადვილდებათ მოსწავლეებისთვის ისეთ თემებზე საუბარი, რაც საგნის ფარგლებში არის გათვალისწნებული, მაგალითად თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობა, ოჯახის თემა და.ა.შ. თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილებას სკოლა მიიღებს, საჭიროებიდან გამომდინარე.

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში I-VI კლასებში ახალი სახელმძღვანელოებიც შევა. სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესი უკვე დასრულდა. მარიამ ჩიქობავას თქმით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება იმ სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელთაც გრიფი მიენიჭებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^