Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძე: შეწყალების კომისია უნდა გაფართოვდეს

17 აპრილი, 2018 21:14

„უნდა მოხდეს [შეწყალების] კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევაც კომისიაში, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება", - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებან შეწყალების კომისიის წევრებისა და პრეზიდენტის მრჩევლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრის მონაწილეები შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი უნდა გახდეს.

„გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავლებში. ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ამ შეხვედრის ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და პრეზიდენტი ღია იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.​​ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
^