Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დაიხურა 109-ე ბაღი - მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

18 აპრილი, 2018 11:44

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. დღეიდან ბაგა-ბაღი დაიხურა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა. მათ დილიდან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გზა გადაკეტეს, თუმცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ამ დროისთვის გზა გახსნილია, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათთან შესახვედრად თბილისის მერი კახა კალაძე მივიდეს, ბაღში სასწავლო პროცესი აღდგეს და ბაღს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდეს.

როგორც „ლიბერალს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის დახურვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა გამაგრებას საჭიროებს. ამისათვის კი საჭიროა დეტალური კვლევის საფუძველზე რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება. საექსპერტო დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო, მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია.

დასკვნაზე გატანის თარიღად მითითებულია 16 მარტი, თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ დოკუმენტი გუშინ მიიღეს.  აღსაზრდელების მშობლებმაც ინფორმაცია დასკვნის შესახებ, გუშინ გაიგეს. დღეს კი საბავშვო ბაღში აღსაზრდელები უკვე აღარ მიიღეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების შენობების კონსტრუქციული მდგომარეობის შესწავლა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში დაიწყო და ეტაპობრივად სააგენტო იღებს ინფორმაციას სამხარაულის ბიუროდან შენებების მდგომარეობის შესახებ. ბიუროს დასკვნის საფუძველზე დღემდე 4 ბაღი დაიხურა: მე-19, 64-ე, 125-ე და 84-ე ბაგა-ბაღები, რომელთა აღსაზრდელებიც ახლოს მდებარე ბაგა-ბაღებში გადანაწილდნენ. 

ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^