Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

18 აპრილი, 2018 13:09

109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. დღეიდან ბაგა-ბაღი დაიხურა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათთან შესახვედრად თბილისის მერი კახა კალაძე მივიდეს, ბაღში სასწავლო პროცესი აღდგეს და ბაღს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდეს.

როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, 2015 წელს ბაღის დახურული ფრიგელის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რისთვისაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაიხარჯა. მშობლებს კითხვა უჩნდებათ, როგორ მოხდა რომ 2015 წელს გარემონტებული შენობა დღეს უკვე ავარიულია:

„რადგან  ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს  გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი  #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?

აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს  გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.

ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?

დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?

აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ“,- ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

************

როგორც „ლიბერალს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის დახურვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა გამაგრებას საჭიროებს. ამისათვის კი საჭიროა დეტალური კვლევის საფუძველზე რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება. საექსპერტო დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო, მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია.

დასკვნაზე გატანის თარიღად მითითებულია 16 მარტი, თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ დოკუმენტი გუშინ მიიღეს.  აღსაზრდელების მშობლებმაც ინფორმაცია დასკვნის შესახებ, გუშინ გაიგეს. დღეს კი საბავშვო ბაღში აღსაზრდელები უკვე აღარ მიიღეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

რატომ დაიხურა 109-ე ბაღი - მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^