Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ეწვევიან

18 აპრილი, 2018 17:21

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ინიციატივით, საქართველოს მიშელ უელბეკი და  ერლენდ ლუ ეწვევიან.

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველსა და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ (სანკტ პეტერბურგის N12), 31 მაისს კი გაიმართება პანელდისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსა და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას  მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის  ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა.

ერლენდ ლუს შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მისი ორი რომანი - „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“ აქვს გამოცემული. ამ უკანასკნელმა მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. წიგნები ქართულ ენაზე ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.

დააკლიკეთ ბმულს, და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ერლენდ ლუს (მაისი) და მიშელ უელბეკს (ივნისი) მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.

სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოდის.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას და, მეორე მხრივ, ქართული, ფრანგული და ნორვეგიული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^