Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტში თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევა იწყება

18 აპრილი, 2018 22:41

პარლამენტში თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევა იწყება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალი ინიციატივა ჰაერის დაბინძურების პრობლემას შეეხება.

„კომიტეტი ამ თემის განსაკუთრებულად სიღრმისეულად საკვლევად და შემდგომ უკვე საკანონმდებლო ცვლილებების თუ რეკომენდაციების შესამუშავებლად საკომიტეტო მოკვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებას აქტიურად იწყებს“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში საკომიტეტო მოკვლევა კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რათა მოგროვდეს მოსახლეობის თუ სხვადასხვა ინტერესჯგუფების პოზიციები პრობლემურ თემასთან დაკავშირებით.

„ჰაერის დაბინძურების საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემაა, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობისთვის, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებით საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებია, რაც ბუნებრივია, შემდეგ უკვე აისახება ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამ პრობლემას სხვადასხვა ინსტიტუტების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის  მხრიდან სერიოზული ყურადღება სჭირდება.

„კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფორმით გამოეჩინა. კერძოდ, საკომიტეტო მოკვლევა პირველად პარლამენტის პრაქტიკაში სწორედ ამ საკითხზე ჩატარებულიყო“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას თქმით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია როგორც ქვეყანაში, ასევე თბილისში. მისი განმარტებით, კომიტეტის მიერ წინასწარ მომზადებული ყველა ინფორმაცია ხვალიდან ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის.

კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, შეიქმნება  15-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, ძირითადად, წარმოდგენილი იქნებიან კომიტეტის წევრები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, გია გაჩეჩელაძე, გუგული მაღრაძე, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, თინათინ ბოკუჩავა და ემზარ კვიციანი.

კახაბერ კუჭავას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას. მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 19.04.2018-დან 01.06.2018-მდე შეეძლებათ. კუჭავას ინფორმაციით, წერილობითი ფორმით დადასტურებული პოზიციები გასაჯაროვდება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ვებ-გვერდზე და იქნება ხელმისაწვდომი ყველა პირისათვის.

„მინდა ყველა მხარეს, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, სამუშაო ჯგუფში მაქსიმალური ჩართულობისკენ. გთხოვთ მოგვაწოდოთ თბილისში ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების შესახებ, ფაქტებით დადასტურებული პოზიციები, მოსაზრებები, რეკომენდაციები და შეხედულებები თუ რა ეფექტური მექანიზმებით შეიძლება გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად:

  • კომიტეტი შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას;
  • კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ქ. თბილისში ატმოსფერულოი ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ინსტრუქციების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი საპარლამენტო კონტროლი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საკომიტეტო მოკვლევის ჩატარების პროცედურებისა და ვადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, დაინტერესებული პირები შეძლებენ გაეცნონ პარლამენტის ვებგვერდზე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^