Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს

18 აპრილი, 2018 22:53

„შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. ის არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და იგი საერთოდ არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მოძალადე საშიში ყოფილიყო იმ გოგონასთვის, რომლის მკვლელობაც მან განახორციელა“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოქალაქემ ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს დროულად უნდა მიმართოს და ამასთან, სრულად აღწეროს ფაქტის სიმძიმე.

13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო მოკლეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილის დედამ შსს-ს მიმართა, რომ ვეფხია ბაქრაძე მასზე ძალადობდა და ემუქრებოდა. თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გასცეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^