Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► მუშების პროტესტი - ფეხით აგარიდან თბილისამდე

19 აპრილი, 2018 12:05

დღეს დილით განახლდა „აგარის შაქრის“ თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა თბილისის მიმართულებით.

მუშებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, 12 საათზე დაიწყეს. ისინი თბილისში, მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. აგარიდან თბილისამდე მანძილი 112 კმ-ია. 

„30 კილომეტრის გავლის შემდეგ მათგან ერთს წუხელ, სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, კიდევ რამდენიმე ფეხების შეშუპებას, არტერიული წნევის მატებას და ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის, თუმცა ამის მიუხედავად მსვლელობას მთავრობის კანცელარიისკენ ფეხით სვლას განაგრძობს“,- აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში. 

ექვს თვეზე მეტია, აგარის შაქრის საწარმო გაჩერებულია, უკვე ორმოცი დღეა, რაც მუშები, აგარის შაქრის კომპანიის პირველადი პროფკავშირისა და სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით, პროტესტის ნიშნად ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეებს.

„კომპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს, პასუხიმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს თითს.

ხელისუფლება კი დღემდე არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, ამ პრობლემის რეალურად მოსაგვარებლად. სახეზე გვაქვს მხოლოდ პროტესტის მაქსიმალური მინელების მიზნით არაშედეგობრივი დისკუსიების წამოწყების მცდელობა ჯგუფებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს არ წარმოადგენენ.

აგარის მოსახლეობა დღეს არის გაუსაძლის კრიზისში, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას და სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები. აგარაში შიმშილმა მასიური ხასიათი მიიღო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, გაატაროს რეალური პოლიტიკა. ჩვენ მოწოდებას თბილისშიც გავაჟღერებთ“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო: პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^