Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ეწინააღმდეგებიან ძველ იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობას

19 აპრილი, 2018 13:29

ძველი იპოდრომის მიმდებარედ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მერია ახალი სატრანსპორტო ესტაკადის აშენებას აპირებს. 

ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ესტაკადის მშენებლობისთის 2 მლნ 700 ათასი ლარია გამოყოფილი და 5 თვეში დასრულდება.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყება

ესტაკადის მშენებლობას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაცია „იარე ფეხით“  დღეს თბილისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს.

„SOS დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად“ - ასე ჰქვია საპროტესტო ტალღას, რომელიც მერიის ინიციციატივას მოჰყვა.  

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციაც მომზადდა . პეტიციაში ნათქვამია, რომ ეს პროექტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. 

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ესტაკადები საცობების მოგვარებისა და მოძრაობის განტვირთვის საშუალება არ არის და ამას განვითარებადი ქვეყნების ქალაქების ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს. 

გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ესტაკადების მშენებლობა ასე ფრაგმენტულად, ქალაქის სატრანსპორტო მოდელის არ არსებობის პირობებში დიდ რისკს შეიცავს. 

„ტრანსპორტის სფეროში ფართოდ გავრცელებული ცნებაა - „გამოწვეული მოთხოვნის“ სისტემა, რომელიც ახალი გზების საშუალებით მანქანების ახალი ნაკადისთვის მოთხოვნილების გაზრდას გულისხმობს. ასეთ ურბანულ ზონებში ახალი გზების გაჩენის დროს მატულობს მძღოლების რაოდენობა, რაც საგზაო მოძრაობის ინტენსიურობას კიდევ უფრო ზრდის და შედეგად ახალი საცობის მიზეზი ხდება.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს როგორც ტრანსპორტზე, ისე ადგილობრივ გარემოზე, ლანდშაფტსა და ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე. უნდა მოხდეს აღნიშნული პროექტის უკეთ შესწავლა ექსპერტების, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან ეს ცვლილებები პირველ რიგში მათ შეეხება.

დღეს არსებული პროექტით იპოდრომთან კავშირი კიდევ უფრო გაურესდება და ეს მწვანე სივრცე კიდევ უფრო მიუწვდომელი და არამიმზიდველი გახდება. პროექტის მიმართ არსებობს უამრავი შეკითხვა, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი. ეს შეკითხებია: შესწავლილია თუ არა არსებული და საპროგნოზო ნაკადები? დამატებით პრობლემა ხომ არ შეიქმნება სხვა მიმდებარე კვანძებზე? ხომ არ მოვიზიდავთ დამატებით სატრანსპორტო ტრანზიტულ ნაკადს? მოახდენს თუ არა, ორდონიანი კვანძის მშენებლობის შედეგად გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ხმაური და ეკოლოგიური მდგომარეობა ირგვლივ მდებარე უძრავი ქონების ფასზე გავლენას? ეკონომიკურად რამდენად სარგებლიანია აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები? გაიზრდება თუ არა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი? ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ესტაკადები ამახინჯებს და არამიმზიდველს ხდის ურბანულ გარემოს, რასაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიც ემატება. არავინ ამბობს არ აშენდეს ახალი გზები, თუმცა ყველა ასეთი მშენებლობა, პირველ რიგში ხელს უნდა უწყობდეს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის უფრო კარგად შეკავშირებას და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას", - ამბობს გელა კვაშილავა. 

ფოტო/ვიდეო ► როგორი იქნება ძველი იპოდრომის მიმდებარედ ესტაკადა

ესტაკადის პროექტის ფოტოები მოგვაწოდა თბილისის მერიამ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^