Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აიდა გოზალოვა - გერმანიაში მოღვაწე ონკოლოგი საქართველოში

19 აპრილი, 2018 18:47

განათლება და დიპლომი თანამედროვე ადამიანის მთავარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოპოვებას დიდი დრო, ძალისხმევა და თავდადება სჭირდება. აიდა გოზალოვა იმ ადამიანებს შორისაა, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა,  რათა თავისი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დამთავრებიდან დაახლოებით  ერთ თვეში გერმანიაში გაემგზავრა. 5 წლიანი თავდაუზოგავი შრომის და წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შემდეგ გახდა ონკო-ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი და ბოლოს პალიატიური მედიცინის სპეციალისტი. რამდენიმე წელიწადში კი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონკოლოგიურ ცენტრში უფროს ექიმად და ონკო-ჰემატოლოგად დაიწყო მუშაობა.

„6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამის ევანგელური ეკლესიის ონკოლოგიურ ჰოსპიტალში. ვმართავდი როგორც ონკო-ჰემატოლოგიურ, ისე სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების მედიკამენტოზურ თერაპიას, ვახორციელებდი ძვლის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას“.  

გერმანიაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, აიდა გოზალოვა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და დღეს ის რეგიონულ ჰოსპიტალში ჰემატო-ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია.

 „რეგიონულ ჰოსპიტალში გვაქვს ყველა შესაძლებლობა პაციენტები თანამედროვე პროტოკოლების თანახმად ვმართოთ. თითოეული ჩვენგანი უშუალოდ ჩართულია პაციენტის დაავადების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას“.

თბილისში, ქავთარაძის 23 -ში მდებარე რეგიონულ ჰოსპიტალში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობა უახლესი პროტოკოლების თანახმადაა შესაძლებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^