Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასულიერო სემინარიის სტუდენტების მდუმარე აქცია პრეზერვატივ „აიისას“ წინააღმდეგ

19 აპრილი, 2018 18:04

„ფასეულობების დასაცავად“ - ამ სახელწოდებით, სასულიერო სემინარიის სტუდენტები პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქციას აწყობენ. 

სტუდენტების აქციას მოძრაობა „ქართული მარშიც" უერთდება. მოძრაობა, რომელიც ჰომოფობიური და ქსენეფობიური მოსაზრებების გავრცელებით გამოირჩევა.  

როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტებმა „ქართული მარშის“ წევრებს უთხრეს, რომ არ სურთ მათთან ასოცირდებოდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ისინი აპროტესტებენ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას.

„ვგმობთ კომპანიის წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანებისა და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.

აქციის მიზანია, დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან. ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად,“ - ამბობენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები. 

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კურთხევა გამოითხოვეს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისაგან და მისი კურთხევის ქვეშ მოქმედებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^