Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

20 აპრილი, 2018 11:55

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს. 

„გამოძიებამ დაადგინა,რომ ლ. ჩ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების - 107 000 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. ლ. ჩ-მ, იმავე მოქალაქეს, 2018 წლის 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი - 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის  18 აპრილს, ასევე, გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს,“ - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^