Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არსენ ვენგერი „არსენალიდან“ მიდის

20 აპრილი, 2018 13:42

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ ვგრძნობ, რომ დროა, სეზონის ბოლოს წავიდე“ - ციტირებს ვენგერს „არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდი. „მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ბევრი დასამახსოვრებელი წელი გამეტარებინა აქ. მე ვმართავდი გუნდს დიდი პასუხისმგებლობით.“ - წერს ვენგერი თავის განცხადებაში და დასამშვიდობებელ სიტყვაში გულშემატკივარს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს გუნდს, რათა „არსენალმა“ წარმატებული ასპარეზობა განაგრძოს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის პერსონალს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და გულშემატკივარს, რომლებიც ასე განსაკუთრებულს ხდიან ამ კლუბს.

მოვუწოდებ ფანებს, იდგნენ გუნდის გვერდით, რომ სეზონის წარმატებით დასრულება შეძლოს. მოვუწოდებ ყველას, ვისაც უყვარს არსენალი, რომ იზრუნოს გუნდის ღირებულებებზე“, - წერს ვენგერი დასამშვიდობებელ სიტყვაში.

არსენ ვენგერი „არსენალს“ 1996 წლიდან წვრთნის. მასთან ერთად გუნდმა ინგლისის პრემიერლიგის 3-ჯერ მოგება მოახერხა. მათ შორის, 2004 წელს „არსენალმა“ სეზონი წაუგებლად დაასრულდა, საერთო ჯამში კი 49 მატჩი ჩაატარა დაუმარცხებლად. ეს პრემიერ ლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ ამ გუნდმა შეძლო.

ვენგერის მწვრთნელობისას „არსენალმა“ 7-ჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერ თასი. 2006 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონასთან“ 2-1 დამარცხდა.

ვენგერს 2004 წლის შემდეგ პრემიერ ლიგა აღარ მოუგია და ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდნენ. ფრანგ მწვრთნელს კლუბთან 2019 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი, მაგრამ კლუბს მის დასრულებამდე 2018 წლის ზაფხულში დატოვებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^