Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

►LIVE აგარის მეშაქრეები თბილისში - მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობა დაიწყო

20 აპრილი, 2018 14:34

აგარის მეშაქრეებმა თბილისში, ვარდების მოედნიდან მსვლელობა დაიწყეს და აქციას კანცელარიასთან გამართავენ. 

მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, 12 საათზე დაიწყეს და 110 კილომეტრი დაფარეს.

"მოგიწოდებთ სოლიდარობა გამოუცხადოთ დასაქმებულებს, ამ ღირსეულ და შეუპოვარ ადამიანებს. (თბილისში მსვლელობის შესახებ ინფორმაციას დავწერთ) 

კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლების მსვლელობისას სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს. თუმცა ფეხების შეშუპების, არტერიული წნევის მატების და ჯანმრთელობის გაუარესების და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად მათ შეძლეს და თბილისში შემოვიდნენ. 

შეგახსენებთ, კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24 საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს", - წერია აქციის ანონსში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^