Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ბავშვზე გავრცელებული ვიდეო მალე წაიშლება

20 აპრილი, 2018 14:58

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ვიდეო, რომელზეც ბავშვის მიმართ ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობაა ასახული, მალე წაიშლება. 

ორი არხით იყო გავრცელებული, ერთი უკვე წაიშალა, მეორეც მალე წაიშლება.  - ამბობენ შსს-ში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო და  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით.

მუხლი 140-ე კი  - სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ისჯება 8-დან 10 წლამდე. 

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^