Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება - ომბუდსმენის ანგარიში

20 აპრილი, 2018 15:30

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა მიმოიხილა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შშმ პირთა დასაქმების დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი და წარმოებული კვლევების შედეგები ნათლად წარმოაჩენს სფეროში არსებულ გამოწვევებს. მან, ასევე, ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ დასაქმების მიმართულებით შეთავაზებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად დაადასტურა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები საკმაოდ ზოგადი და დეკლარაციული ხასიათისაა, რაც თავის მხრივ აფერხებს მათ ეფექტიან იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. ამასთან, სახელმწიფო პროგრამების  ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და არ არის გამყარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებით.

„ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას შშმ პირს უწყდება სოციალური პაკეტი," - ამბობს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55-ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც, კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა.

„ის ფაქტი, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს, ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტიანად გადაწყვეტილი. საგულისხმოა ისიც, რომ სახელწიფო პროგრამებით განსაზღვრული დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არ არიან ჩართულნი შშმ პირები და/ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები," - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^