Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიზნესომბუდსმენი: ბანკები აგარის მეშაქრეებს სესხებს 6 თვით გადაუვადებენ

20 აპრილი, 2018 21:28

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის თქმით, აგარის მეშაქრეების შესახებ ბანკების ასოციაციას დაუკავშირდნენ და გამოითქვა მზაობა, რომ მათი სესხები 6 თვით გადავადდეს.

„ჩვენ კომპანიის მეშვეობით გვაქვს იმ ადამიანების სია, ვისაც სხვადასხვა ბანკში აქვს სესხები. ესენი არ არის დიდი კრედიტები, მაგრამ უმუშევრობის პირობებში მისი გადახდა რთულია. გვქონდა კომუნიკაცია ბანკების ასოციაციასთან და არის მზაობა, რომ მოხდეს ამ სესხების 6 თვიანი გადავადება. ამის შესახებ თითოეულ კრედიტორს ბანკები თავად დაურეკავენ და გადავადებაზე შეუთანხმდებიან“, - განაცხადა ლექვინაძემ აგარის მეშაქრეებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აგარის შაქრის ქარხნის მმართველთან შეხვედრისას ქარხნის ამუშავების შესაძლებლობა განიხილეს. მმართველმა ქარხნის მუშაობის განახლების სურვილი გამოთქვა, სახელმწიფომ კი გაიზიარა რიგი საკითხები. ამიტომ, დეტალების დაზუსტებისა და საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში აგარაში შაქრის ქარხანა 1,5-2 თვეში აღდგება.

კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქცია დღეს უკვე მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. აგარელთა ნაწილი დაბიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვიდა.

აგარის მეშაქრეებმა ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ აქცია დროებით შეწყვიტეს და ქარხნის მფლობელსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^