Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მერსედესის“ სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭისა და ანტიკვარიატის ქურდობისთვის კაცი დააკავეს

21 აპრილი, 2018 15:15

შსს-ს ინფრომაციით, 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა:

  • რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი
  • უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ანტიკვარული ნახატი 
  • „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე 
  • 8 ანტიკვარული სკამი 
  • გემის ანტიკვარული საჭე 
  • ხალიჩა და სხვა.

პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^