Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერევანში პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა დაიწყო

22 აპრილი, 2018 14:52

ერევანში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო - ამის შესახებ NEWS.AM წერს. 

საინფორმაციო სააგენტოსვე ინფორმაციით, დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანის შემდეგ, პოლიციამ კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სასუნ მიქაელიანი და აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა. 

დაკავებამდე სასუნ მიქაელიანმა დემონტრანტებს მოუწოდა, რომ არ დაიშალონ:"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავათავისუფლოთ ნიკოლ ფაშინიანი".

აქციის დაშლის შესახებ პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აშოტ აგარონიანმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაახლოებით 2 საათის წინ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პერიოდულად "შეკრების თავისუფლების" შესახებ კანონს არღვევენ და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებიან.

პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი აქციის დაშლის დაწყებამდე დააკავა. ფაშინიანი დღეს სომხეთის ახალარჩეულ პრემიერს, სერჟ სარქისიანს ხვდებოდა, მაგრამ შეხვედრა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, სერჟ სარქისიანმა ოპოზიციის ლიდერთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და შეხვედრა მალევე დატოვა. 

მეათე დღეა, ერევანში საპროტესტო გამოსვლებია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. 

ფოტო:hetq.am - 13 აპრილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^