Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულმა ფილმებმა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატება მოიპოვეს

23 აპრილი, 2018 12:04

პეკინის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ქართულმა ფილმებმა გამარჯვებით დაასრულეს. მარიამ ხაჭვანის „დედემ“ და ანა ურუშაძის „საშიშმა დედამ“ 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს.  ინფორმაციას „დედეს“ Facebook გვერდი ავრცელებს.

კინოფესტივალის მთავარ კონკურსში საუკეთესო რეჟისურისთვის ოქროს ტიანტანი მარიამ ხაჭვანს გადაეცა.

„დედეს“ გადაეცა ოქროს ტიანტანი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისაც, პრიზი მინდია ესაძემ აიღო.

პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოქროს ტიანტანი ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის „საშიში დედა“.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის კი კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ ოქროს ტიანტანი ანა ურუშაძეს გადასცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^