Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო/ვიდეო ► „ვედროების აქცია“ - პროტესტის განსხვავებული ფორმა ერევანში

23 აპრილი, 2018 12:31

„ვედროების აქცია ერევანში“- ასე უწოდეს ხმაურიან აქციას, რომელიც გუშინ ღამით,  აქციის მონაწილეებმა სახლებიდან  მოაწყვეს. ერევნის მთავარ მოედანზე აქციის დაშლის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად სახლებიდან ხმაური დაიწყეს. 

  • ნახეთ ვიდეო 

გუშინ სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აქციაზე ასიათასამდე ადამიანი გავიდა. ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები საღამოს 11 საათზე დაიშალნენ. 

დღეს აქცია გრძელდება.  დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და მსვლელობას აწყობენ ცენტრალური მოედნისკენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაკეტა. 

ერევანში მოქალაქეები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას და გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ. 

გუშინ ამავე მოთხოვნით განცხადება გაავრცელა ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. მათ ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

ფოტო: timenews.am 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^