Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციას ერევანში ომის მონაწილე ჯარისკაცები შეუერთდნენ

23 აპრილი, 2018 13:14

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში მიმდინარე აქციას ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ასეულობით ადამიანი შეურთდა. მედიის ცნობით ისინი, სავარაუდოდ, 2016 წლის ყარაბაღის შეტაკების მონაწილე სამხედროები არიან.  

ფაქტის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას ადგილობრივი მედიაგამოცემები ავრცელებენ. 

აქციის მონაწილები გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას და ხელისუფლებიდან სერჟ სარგსიანის წასვლას მოითხოვენ. 

გუშინ სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აქციაზე ასიათასამდე ადამიანი გავიდა. ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები საღამოს 11 საათზე დაიშალნენ. 

დღეს აქცია გრძელდება.  დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და მსვლელობას აწყობენ ცენტრალური მოედნისკენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალ გზა პოლიციამ გადაკეტა. 

ერევანში მოქალაქეები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას და გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ. 

გუშინ ამავე მოთხოვნით განცხადება გაავრცელა ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. მათ ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

მოსკოვის გამზირზე ხანძარია - იწვის საბურ ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი.  საგანგე ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

სუს: ლომისის მონასტრის მიმდებარედ რუსი ს ...

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

"ამ თემას მოვიკვლევთ" - გახარია ხორავას ...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ციხის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მო ...
^