Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 მეშახტის დაღუპვის ადგილს საერთაშორისო ექსპერტები ხვალიდან შეისწავლიან

23 აპრილი, 2018 14:44

ხვალ, 24 აპრილს, ტყიბულის მინდელის შახტში, სადაც 5 აპრილს 6 მეშატხე დაიღუპა და 3 დაშავდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ექსპერტები მეშატხეების სიკვდილის მიზეზის მოკვლევას დაიწყებენ. ექსპერტები უკრაინიდან გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მოიწვია და ისინი შახტში არსებულ მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში შეისწვალიან. 

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ შემთხვევას იძიებს. მოკვლევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის მინდელის შახტის პირველ უბანზე გამოძიების დასრულებამდე, ნახშირმოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. თუმცა, აალებისგან თავის დასაცავად, სხვა სამუშაოები იქ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპანია "საქნახშირის" ინფორმაციით, სულ, მინდელის შახტში დასაქმებულია 1500 ადამიანი. პირველი უბნიდან კი, სადაც მეშატხეების სიკვდილი უნდა გამოიკვლიონ, 80-მდე მუშა სხვა უბნებზეა გადანაწილებული. კომპანიამ "ლიბერალს" განუცხადა, რომ პირველ უბანზე ნახშირმოპოვებითი სამუშაოების დროებით შეწყვეტის გამო, იქ მომუშავეებს ბოლო 3 თვის განმავლობაში გამომუშავებული თანხის საშუალო ანაზღაურებას მისცემენ. შახტის ამ უბანში კი, გამოძიების დასრულებამდე ნახშირს ვეღარ მოიპოვებენ.

მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, აფეთებიდან რამდენიმე დღეში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი შახტში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, თუმცა ჯერ გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის შახტებში შრომის პირობები 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. ამ ხნის განმავლობაში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა;

5 აპრილს, დილის 4 საათზე, შახტში 58 წლის გოგი რაფავა; 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი; 49 წლის ბესიკ გურგენიძე; 45 წლის მირზა ქურციკიძე; 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი და 25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დაიღუპნენ. მეშატხეები 10 აპრილს დაკრძალეს. წინასწარი ინფორმაციით, შახტის პირველ უბანზე, დასავლეთის მე-10 ველში, სამთო დარტყმის დროს გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა.

დაკრძალამდე ადრე, სოლიდარობის აქციები თბილისსა და ტყიბულში გაიმართა. 

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.

2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში 11 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე: ფოტო ► გლოვის ღამე ტყიბულში

ქალაქი მოჩვენება ► მეშახტის შვილის წერილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^