Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხური მედია: ერევანში სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს პოლიციამ სცემა

23 აპრილი, 2018 14:49

ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორსა და ექიმს ჰაიკ ჰოვანსიანს ერევნის პოლიციამ სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჰოვანსიანი იმ სტუდენტების დაცვას ცდილობდა, რომლებიც გაფიცულები არიან და რომლებსაც პოლიცია ძალის გამოყენებით უპირებდა დაშლას.

ჰაიკ ჰოვანსიანი აცხადებს, ტაქსით მგზავრობისას  დაინახა, თუ როგორ მიმართავდნენ პოლიციელები ძალას სტუდენტების წინააღმდეგ. მან გააჩერა ტაქსი და მოუწოდა პოლიციელებს, რომ გაჩერებულიყვნენ. 5-6 პოლიციელი მისკენ შებრუნდა, ტაქსიდან გადმოათრიეს და სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოვანსიანს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

სომხეთის სპეცდანიშნულების საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დღეს სხვადასხვა ბრალდებით ანტისამთავრობო აქციებიდან 41 ადამიანია დაკავებული. 

აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას და ხელისუფლებიდან სერჟ სარგსიანის წასვლას მოითხოვენ. 

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აქციაზე ასიათასამდე ადამიანი გავიდა. ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები საღამოს 11 საათზე დაიშალნენ. 

დღეს აქცია გრძელდება.  დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ.

გუშინ ამავე მოთხოვნით განცხადება გაავრცელა ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. მათ ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

წყარო: hetq.am

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^