Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 აპრილი, 2018 15:36

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მყოფმა პატიმრებმა საკანში სერგო თეთრაძის წინააღმდეგ ძალადობას მიმართეს. სერგო თეთრაძე წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ბრალდების მხარის მტკიცებით, თეთრაძეს ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობის აღიარებს სთხოვდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^