Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია

23 აპრილი, 2018 16:05

“დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ, იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“,- აღნიშნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბილიანა მილოშევიჩმა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გარდაცვლილთა ოჯახებს მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. 

საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ამის შემდეგ აფხაზეთის ომის შედეგად გაუჩინარებული 325 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი და მათგან 148 ამოცნობილია, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოუწოდებს ყველას, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი, აფხაზი ან ოსი ადამიანების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს, დაუკავშირდეს მას.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას გამოიყენებს კონფიდენციალობის სრული დაცვით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის მიზნებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^