Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი: დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდებული მომავალი აქვს

23 აპრილი, 2018 17:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ეხმაურება. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.

„მინდა, მივმართო ჩემს ძმებს და დებს სომხეთში. მე მინდა, თქვენ მოგილოცოთ. დღეს თქვენ ყველა საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. იამაყოთ, რომ სომხები ხართ. ამაყი ხალხი, რომელმაც შეძლო, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მას აქვს ღირსება და ნორმალურ, ადამიანურ პირობებში კორუფციის გარეშე სურს ცხოვრება. ისეთ პირობებში,  როდესაც სხვები არ კარნახობენ, როგორ მოაწყონ თავიანთი ცხოვრება. მათ არ სურთ, ისეთ პირობებში ცხოვრება, როდესაც მცირე ჯგუფი ადამიანებისა ყველაფერს იღებს და ხალხს არაფერს უტოვებს. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდებული მომავალი აქვს. მე თქვენ გიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. უბრალოდ ყოჩაღები ხართ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^