Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაჩო ახალაია: სასამართლო დაკავებულია ჩემი შეურაცხყოფით, რათა მორალურად გამანადგურონ

23 აპრილი, 2018 18:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია, რომელსაც დღეს სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს.

ახალაიას თქმით, სასამართლო და მთლიანად ხელისუფლება მისთვის შეურაცხყოფის მიყენებითა და მორალური განადგურებით არის დაკავებული. 

„მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს“,- წერს ახალაია.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული ერთი პირი. პროკურატურის მტკიცებით, პოლკოვნიკისგან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, 2011 წლის სექტემბერში #8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თეთრაძე აწამეს, რის შედეგადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, პოლკოვნიკის წამებაში მონაწილე მსჯავრდებულები ბაჩო ახალაიას მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^