Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

System Of A Down-ის სოლისტი სომხეთზე: ეს ნამდვილი გამარჯვებაა

23 აპრილი, 2018 20:40

„დღეს დიდებული დღეა. სომეხმა ხალხმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობით შეძლო და სერჟ სარგსიანი გადადგა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეტია გასაკეთებელი ქვეყანაში რეფორმების ინსტიტუციონალიზაციისთვის. მე მსურს ვუთხრა სომეხ ხალხს, რომ ეს გამარჯვება არის ნამდვილი და არა სიმბოლური. მე ძალიან ვამაყობ ახალგაზრდებით, რომლებმაც შეძლეს ის, რაც მოხდა დღეს სომხეთში. მე თქვენ მიყვარხართ" - ასე ეხმაურება სომხეთში მიმდინარე  ამბებს როკ ჯგუფის System of A Down-ის ვოკალისტი სერჟ ტანკიანი. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა დღეს თანამდებობა დატოვა. 

სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია, აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს. 

სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო, თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა. 

გუშინ ერევანში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს, თუმცა დღეს სერჟ სარგსიანის გადადგომამდე  რამდენიმე საათით ადრე სომხეთის ხელისუფლებამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა,  მათ შორის ნიკოლ პაშინიანიც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^