სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა ოფიციალურად გადაყენებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო hetq.am ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი დღეს გადადგა. სომხეთში მისი გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია აქციები მიმდინარეობდა. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს.
სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო, თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა.