Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 ცხოველი, რომელიც საქართველოში გადაშენდა

24 აპრილი, 2018 17:00

საქართველოს „წითელი ნუსხა“ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობებს აერთიანებს. ნუსხაში 135 დასახელების ცხოველი და 56 დასახელების მცენარეა თავმოყრილი. იხილეთ ცხოველები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ბუნებაში გადაშენდნენ.

თეთრმუცელა სელაპი 

საქართველოს სანაპირო წყლებში გადაშენდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ინფორმაციით, აღნიშნული სახეობა ყველაზე დიდი რაოდენობით ხმელთაშუა ზღვაშია შემორჩენილი (350-450) ინდივიდი. თეთრმუცელა სელაპს საფრთხეში მყოფი სახეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ევრაზიული თახვი 

IUCN სტატუსი: საჭიროებს ზრუნვასსაქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში განადგურდა. ეს მღრღნელი ევროპაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მე-20 საუკუნის დასაწყისში ნადირობამ იგი თითქმის გაანადგურა, თუმცა დღეს მილიონამდე ინდივიდია დაცული. თახვი ტყის მდორე მდინარეებში ბინადრობს. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის „ფაცხებს“, პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. 

კასპიური ვეფხვი 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვესახეობა იყო, დაახლოებით ისეთი ზომის, როგორიც ციმბირული ვეფხვია. 1921 წელს, თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან ის უკანასკნელი კასპიური ვეფხვი მოკლეს, რომელიც საქართველოში ბინადრობდა. (მისი ფიტული საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული). 

დღეისათვის მიიჩნევა, რომ კასპიური ვეფხვის მთლიანად გადაშენებულია - ბოლო ცხოველი 1970-იან წლებში თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოკლეს.  ცხრა ქვესახეობიდან ოთხი: კასპიური ვეფხვი, ბალის ვეფხვი, იავური ვეფხვი და სამხრეთ ჩინური ვეფხვი გადაშენებულია. დღეისათვის მთელ მსოფლიოში ვეფხვის რაოდენობა 3000-დან 4500-მდე ინდივიდს ითვლის, რაც საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ცხოველის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ბრაკონიერობაა. 

ამბავი ვეფხვისა და საქართველოში მისი გადაშენებისა 

ქურციკი 

წარსულში საქართველოს ფარგლებში ქურციკი მცირე რაოდენობით გვხვდებოდა შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნისა და სამგორის ველებზე. რეგიონში ქურციკის გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი უწესრიგო ნადირობა იყო. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია. WWF Georgia-ს მხარდაჭერით ქურციკების აღდგენას ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე ცდილობენ. შედეგად, 2017 წელს ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა 45 ინდივიდამდე გაიზარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

ტოჩინოშინმა მაეგაშირა იკიოი დაამარცხა

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მეხუთე მაეგაშირა იკიოი დაამარცხა და ტურნირში გამარჯვების შანსსს ინარჩუნებდა. ტოჩინოშინის წარ ...
26 მაისი
26 მაისი

ფოტო ► დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადები ...

26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანია ...
26 მაისი
26 მაისი

WNM: ჩვენი მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკის ცვლ ...

„ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანადცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირ ...
^