Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებულს სამი წელი მიესაჯა

25 აპრილი, 2018 14:53

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო. მას სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ, მურმან ისაევმა გამოიტანა.

პროკურორმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულმა წინდახედულობის ნორმები დაარღვია, მაღალი სიჩქარით დაეშვა და სხვა მოსრიალეების უსაფრთხოება არ გაითვალისწინა. 

პროკურორმა ბრალდებულის 116-ე მუხლით დასჯა მოითხოვა და მოსამართლეს ამ მუხლით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომის გამოყენებისკენ მოუწოდა. 

ამის მიზეზად კი პროკურორმა ის დაასახელა, რომ ბრალდებული ჩადენილს არ ნანობს და ახლა საზღვარგარეთ იმყოფება, სასწავლებლად. 

დაცვის მხარის ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ პროკურატურამ წარადგინა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. ერთ-ერთმა ადვოკატმა, მანანა ლიპარტელიანმა პროცესზე აღნიშნა, რომ გიორგი „ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიანი ახალგაზრდაა და ის არასოდეს მოიტყუებოდა". 

2016 წლის 10 იანვარს 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში, თხილამურებით სრიალისას დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ კი სასამართლომ ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო, რასაც დაღუპულის ოჯახი არ ეთანხმება. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

სალომეს სიცოცხლის უფლება, ჩვენ კი სამართლიანობის რწმენა წაგვართვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

თბილისში,  ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. რუსეთის ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ბახტაძე: საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცა ...

საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის თქმით, მიწისქვეშა საქართველოში გაზსაცავი აშენდება. მისი თქმით,  გერმანიი ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

„ეს მეგობრული ჟესტი იყო. მერწმუნეთ, მაის ...

 საქართველოს ნაკრების მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის, ჯაბო თედეევის სახიანი მ ...
^