Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

25 აპრილი, 2018 11:19

გარდაიცვალა მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე.

მისი თარგმანებიდან გამორჩეულია თომას მანის „ბუდენბროკები“ (1970), „ჯადოსნური მთა“(1978, 1984), „ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება“ (1995);  გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“ (2002); ჰ. ჰესეს „ფიქრი და განსჯა“ (1996); გრ. რობაქიძის ესე „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“ (2007) და სხვა.

დალი ფანჯიკიძემ 1959 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; 1961-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1973-1993წწ. დოცენტი, 1993-1995წწ. პროფესორი, 1995-2005წწ. კათედრის გამგე.

დალი ფანჯიკიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^