ერევანში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია არ დასრულებულა“.
„ჩვენ მივაღწიეთ პირველ და უმძიმეს მიზანს, სერჟ სარგსიანის გადადგომას პრემიერ-მინისტრობიდან, მაგრამ ისევ არის შეკითხვები ძალაუფლების მთლიანად გადაცემის საკითხზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხის რჩეული და თუ მას წარადგენენ ამ თანამდებობაზე, უარს არ იტყვის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ის არის პროდასავლური, თუ პრორუსული, ფაშინიანმა უპასუხა: „მე ვარ პროსომხური“. მისი თქმით, მოძრაობა არ არის პროდასავლური, ან პრორუსული.