Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფაშინიანი: ჩვენ ვერ დავუშვებთ, სარგსიანმა ქვეყნის მართვა კულისებიდან განაგრძოს

25 აპრილი, 2018 12:20

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისა და ხავერდოვანი რევოლუციის ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ხელში ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი პროგნოზირებადია და სისტემა არ შეიცვლება.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ასეთი არჩევნების შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და საარჩევნო უბნების ბლოკირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სომხეთის „რესპუბლიკური პარტიას“ და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს ჰგონიათ, რომ მოქალაქეები მხოლოდ სარგსიანის გადადგომით დაკმაყოფილდებიან. ასეთ ვითარებაში ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ახალი პრემიერ-მინისტრი ისევ „რესპუბლიკური პარტიიდან“ აირჩიონ და კორუფციულმა სისტემამ არსებობა განაგრძოს.

სერჟ სარგსიანი წავიდა, თუმცა სხვა „რესპუბლიკელებსაც“ უნდა ჩამოვართვათ ძალაუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის მართვა კულისებიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის მოწოდების შემდეგ ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა.11:00 საათიდან მოქალაქეები ცენტრალური მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^