Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთში აქციას „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი და ბიზნესმენი წარუკიანი შეუერთდა

25 აპრილი, 2018 12:50

გაგიქ წარუკიანი სომხეთში საპროტესტო აქციას შეუერთდა და განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყნის ყველა რეგიონში შეკრებს მომხრეებს და ქუჩებში გამოვა.

„გაგიქ წარუკიანი, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი ხალხის მიერ აგორებულ პროტესტს შეუერთდება. ჩვენ მობილიზებისკენ მოვუწოდებთ პარტიის წევრებს ქვეყნის ყველა რეგიონსა და ერევანში და გამოვალთ ქუჩებში ხალხის მხარეს.  ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ერისა და თანამემამულეების მხარეს“, - ნათქვამია წარუკიანის განცხადებაში.

ბიზნესმენ წარუკიანის მიერ შექმნილმა ალიანსმა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 27.35% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. 105-წევრიან პარლამენტში მან 31 დეპუტატის შეყვანა მოახერხა.

სომხეთში საპროტესტო აქციებს უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. „ნათელი სომხეთის“ ლიდერის ედმონ მანუკიანის განცხადებით, მისი პარტია ეროვნული მოძრაობის ნაწილი იქნება. „სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ხალხის ნდობა დაკარგა. ამიტომ პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი ამ პარტიიდან მიუღებელია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა მანუკიანმა.

საპროტესტო აქციები ერევანში დღეს განახლდა.11:00 საათზე მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ ცენტრალური მოედნისკენ, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. ხელისუფლებამ ქალაქში შეიყვანა მძიმე ტექნიკაც.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ სარგსიანის წასვლა არაფერს შეცვლის. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის რჩეული უნდა იყოს ხავერდოვანი რევოლუციიდან. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასა და პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრაც ჩაიშალა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი არმენ სარგსიანი 23 აპრილს, საპროტესტო აქციების მე-11 დღეს გადადგა. ერევანში პროტესტი მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. მოქალაქეები სარგსიანს, მას შემდეგ, რაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა, დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^