Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები: აგარელი მეშაქრეები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ

25 აპრილი, 2018 13:19

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების წარმომადგენლებისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, 1 მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება და ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდება, ხელფასს სრული ოდენობით მიიღებს, სხვები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას.

პროფკავშირების ცნობით, გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე. წლის ბოლომდე ქარხნის მეპატრონემ უნდა დადოს საწარმოს დატვირთვისა და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი.

კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქცია 20 აპრილს უკვე მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. აგარელთა ნაწილი დაბიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^