Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა

25 აპრილი, 2018 15:09

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ 2017 წელთან შედარებით მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით წინ წაიწია და 61-ე ადგილზეა. -0.42 ქულით გაუმჯობესდა მისი შეფასებაც, რომელშიც 0 პრესის სრულ თავისუფლებას ნიშნავს, 100 კი - სრულად შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, მაგრამ დამოუკიდებელი ჯერ კიდევ არ არის.

„საქართველოში მედია პლურალისტურია, მაგრამ კვლავ ძალიან პოლარიზებული. ბოლო წლებში რეფორმებმა მედიაორგანიზაციების მფლობელების გამჭვირვალობა და სატელიტური ტელეარხების პლურალიზმი გაზარდა, მაგრამ მმართველები სარედაქციო პოლიტიკაში ხშირად ერევიან. ასევე, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი 2-ის“ გარშემო დავის გაგრძელება დიდ ზეგავლენას მოახდენს პრესის თავისუფლებაზე“, - წერია საქართველოს შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის ანგარიშში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასაც ახსენებს. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში, რომელიც დევნილი ჟურნალისტებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება შოკისმომგვრელი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^