Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უვიზო მგზავრობამდე ანკეტის შევსება,შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

25 აპრილი, 2018 16:21

ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მისაღებად შესაძლოა ონლაინანკეტის შევსება მოუწიოთ, რომლის ფასიც 7 ევრო იქნება.

მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ს მექანიზმე ევროკავშირის ელჩები და ევროპარლამენტის წარმომადგენლები დღეს შეთანხმდნენ. თუმცა გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე განხილვის რამდენიმე ეტაპია დარჩენილი. ინიციატივა ევროპარლამენტს პირველი მოსმენით დასამტკიცებლად წარედგინება, შემდეგ კი გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის მინისტრთა საბჭო იმსჯელებს.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ერთხელ მიღებული ნებართვა, რომელსაც მგზავრი ანკეტის შევსების შემდეგ მიიღებს, სამი წელი იქნება მოქმედი.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკეტის  შევსების შემდეგ დადებითი პასუხი არ ნიშნავს საბოლოო პასუხს და ქვეყანაში შეშვებაზე გადაწყვეტილებას მესაზღვრე მიიღებს.

დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტულად, როდის შევა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში, უცნობია. 

კერძოდ, საუბარია მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ზე (European Travel and Information Authorisation System), რომელიც ამერიკული ESTA-ის (Electronic System for Travel Authorisation)  ევროპულ ანალოგს წარმოადგენს. 

როგორც ETIAS-ის საინფორმაციო გვერდზეა ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამუშავდა, ონლაინანკეტის შევსება 59 სახელმწიფოს მოქალაქეს მოუწევს. ჩამონათვალშია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. 

ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება,  ინფორმაციის საეჭვოობის შემთხვევაში, მას დამატებით გადაამოწმებენ და ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი იქნება. 

წაიკითხეთ, ამ თემაზე ლევან ახალაიას მასალა, რომელიც "ლიბერალზე" 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

ტოჩინოშინმა მაეგაშირა იკიოი დაამარცხა

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მეხუთე მაეგაშირა იკიოი დაამარცხა და ტურნირში გამარჯვების შანსსს ინარჩუნებდა. ტოჩინოშინის წარ ...
26 მაისი
26 მაისი

ფოტო ► დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადები ...

26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანია ...
26 მაისი
26 მაისი

WNM: ჩვენი მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკის ცვლ ...

„ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანადცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირ ...
^